თეგი: ღირსეული პარტნიორი

სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოში დაგეგმილი წვრთნები - „ღირსეული პარტნიორი“ რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფას ემსახურება

ექსკლუზივი Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი, საქართველოში დაგეგმილი წვრთნების - „ღირსეული პარტნიორი 2022-ის“ მნიშვნელობას უსვამს ხაზს. შეერთებული შტატები სწავლების დაწყებამდე ორი დღით ადრე აცხადებს, რომ  Noble Partner 22 (NP22) მისი მონაწილეების ურთიერთქმედების გაზრდას და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფას ემსახურება. „მრავალეროვნულ წვრთნებს - Noble Partner 22 (NP22) (ღირსეული პარტნიორი) საქართველოს თავდაცვის ძალები და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმია ერთობლივად უძღვებიან. წვრთნები, რომლებიც მიზნად ისახავს რეგიონში თანამშრომლობის გაღრმავებას და საქართველოს, აშშ-ის, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთქმედების გაზრდას, რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფას ემსახურება.  სხვადასხვა შესაძლებლობის ერთდროულად განლაგების დახმარებით, ბრძოლის ველზე დინამიკური ყოფნის უზრუნველყოფის პარალელურად, წვრთნები მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურული ქვედანაყოფის, სპეციალური ოპერაციების ძალების (SOF), აშშ -ს არმიის ძალების (აქტიური და ეროვნული გვარდიის) აშშ -ის საჰაერო ძალების (აქტიური და საჰაერო ეროვნული გვარდია),მოკავშირეებისა და პარტნიორების ტრენინგისა და ინტეგრაციის მხარდაჭერას. მონაწილე დანაყოფებს პრაქტიკაში ეძლევათ ურთიერთქმედების შესაძლებლობა არამხოლოდ ერთმანეთთან, არამედ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთანაც. ისეთი სამხედრო წვრთნები, როგორიცაა, Noble Partner 22 (ღირსეული პარტნიორი 22) (NP22) აუმჯობესებს ჩვენს უნარს, ტაქტიკურ დონეზე უზრუნველვყოთ მრავალეროვნული მისიის მართვა და კონტროლი. Noble Partner 22 (NP22) ასევე იძლევა შესაძლებლობას, ოპერატიულად უზრუნველყოს ტრანსპორტირების, მხარდაჭერისა და სასწავლო ინფრასტრუქტურა მრავალეროვნული ოპერაციული სცენარის შემთხვევაში“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას - „ღირსეული პარტნიორი“ უკვე მეექვსედ უმასპინძლებს. საქართველოში 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით დაგეგმილ წვრთნებში შეერთებული შტატებიდან დაახლოებით, 2400 და კიდევ სხვა ქვეყნების სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას.  წელს პირველად სწავლების ისტორიაში, წვრთნებში იაპონიისა და შვედეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმია საქართველოში დაგეგმილ წვრთნებზე: ამერიკა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთგულია

ამერიკული მხარე საქართველოში დაგეგმილი წვრთნების „ღირსეული პარტნიორის“ შესახებ დეტალებს ავრცელებს.  ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის განცხადებით, საქართველოში 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით დაგეგმილ წვრთნებში შეერთებული შტატებიდან დაახლოებით, 2400 და კიდევ სხვა ქვეყნების სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას.  აშშ-დან მონაწილეობას მიიღებს მე-2 საკავალერიო პოლკი, მე-18 სამხედრო პოლიციის ბრიგადა, მე-12 საბრძოლო საავიაციო ბრიგადა, მე-7 არმიის სასწავლო სარდლობა, 409-ე საკონტრაქტო მხარდაჭერის ბრიგადა, 598-ე სატრანსპორტო ბრიგადა და საქართველოს ეროვნული გვარდიის 122-ე ტაქტიკური მხარდაჭერის რაზმი. უსაფრთხოების ძალების 1-54- დამხმარე ბატალიონი და 1-214 საველე საარტილერიო ბატალიონი. Exercise Noble Partner რეგიონული მრავალეროვნულ სასწავლო გარემოში პარტნიორობის გაძლიერებას, ასევე, აშშ-ის მზადყოფნის და თავსებადობა გაზრდას ემსახურება. წვრთნები საშუალებას აძლევს მონაწილეებს, ჩაატარონ სიტუაციური წვრთნები, ცეცხლსასროლი იარაღით ვარჯიშები და ერთობლივი მექანიზებული მანევრები. ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის განცხადებით, ისეთი სამხედრო წვრთნები, როგორიცაა „ღირსეული პარტნიორი 2020“, აჩვენებს აშშ-ის ერთგულებას რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისადმი და ცხადყოფს, რომ NATO-ს მოკავშირეები და პარტნიორები ერთად უფრო ძლიერები არიან. შეგახსენებთ, საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას - „ღირსეული პარტნიორი“ უკვე მეექვსედ უმასპინძლებს.